თავში

ყალბი ვაქცინირების დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ყალბი ვაქცინირების დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულებს
ყალბი ვაქცინირების დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ყალბი ვაქცინირების დამადსტურებელი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ექიმებს ბრალი წაუყენეს.

#4 სამედიცინო ცენტრის დირექტორისა და ამავე ცენტრის ექიმის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

დაკავებული ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.

სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით(კომერციული მოსყიდვა ჯგუფურად) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით(ყალბი დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system