თავში

ყველა მძევალი თავისუფალია - თავდამსხმელი დაკავებულია

ყველა მძევალი თავისუფალია - თავდამსხმელი დაკავებულია
ყველა მძევალი თავისუფალია - თავდამსხმელი დაკავებულია

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულდა. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია. თავდამსხმელი დაკავებულია - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ჯურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად საპოლიციო ღონისძიება წარმატებით დასრულდა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი პირი პოლიციამ დააკავა. 

"ღონისძება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებზე მოგახსენებთ მოგვიანებით", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საქმე ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა.

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა თავდამსმხმელმა, რომელსაც თავდაპირველად 11 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მძევლების გათავისუფლებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოლაპარაკებები თავდამსხმელთან. 

ცნობისთვის, თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიჭრა, მოქალაქე ლევან ზურაბაშვილია. მან საკუთრ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლებს მოუწოდა, ტელევიზიებისთვის ხმა მიეწვდინათ. მას აღნიშნული "ლაივი" გაეთიშა, რის შემდეგაც, პირდაპირი ეთერის ჩართვა მძევალს სთხოვა.

თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებდა: გაუქმდეს აზარტული თამაშები, 7 პროცენტამდე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, შემცირდეს წამლების ფასი. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ და აღნიშნული ცვლილებები იქედან განახორციელონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system