თავში

ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ჯერ არ გვაქვს - მეგი ბაქრაძის ადვოკატი

ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ჯერ არ გვაქვს - მეგი ბაქრაძის
ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ჯერ არ გვაქვს - მეგი ბაქრაძის ადვოკატი

ამ წუთისთვის ყველაზე მეტად ჭიანურდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და რეგულირების სააგენტოს დასკვნაც, - ამის შესახებ გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სავარაუდოდ, რეგულირების სააგენტოს დასკვნა მზად არის და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, რათა შემდეგ ერთად გამოაქვეყნონ. 

"ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია რაც არის, რეგულირების სააგენტოს დასკვნა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, არც გამოძიებას აქვს და არც ჩვენ. ამ წუთისთვის ყველაზე მეტად ჭიანურდება თავად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ჭიანურდება რეგულირების სააგენტოს დასკვნაც, რომელზეც უკვე ორჯერ გააკეთა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ რეალურად ეს დასკვნა მზად არის და უბრალოდ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, რათა შემდეგ ერთად გამოაქვეყნონ",- განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ ბარამიშვილმა.  

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system