თავში

რა ინფორმაციას ფლობს შაქარაშვილის დედა - დაზარალებული სასამართლოში გამოიკითხება

რა ინფორმაციას ფლობს შაქარაშვილის დედა - დაზარალებული სასამართლოში გამოიკითხება
რა ინფორმაციას ფლობს შაქარაშვილის დედა - დაზარალებული სასამართლოში გამოიკითხება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილის დედას გამოკითხავენ. თამუნა შალვაშვილი სასამართლოს წინაშე დაზარალებულის სტატუსით წარსდგება.

ბრალდებულების ადვოკატებმა თამარ შალვაშვილის მოწმედ გამოკითხვაზე უარი თქვეს, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილა და გიორგი შაქარაშვილის დედა დასაკითხ მოწმეთა სიაში დარჩა.

„დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, არ დაკითხულიყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა, თუმცა ქალბატონი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არის ცნობილი, მათ შორის, ძალადობისა და თავდასხმის ნაწილშიც და როგორც დაზარალებულს, ისევე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მისი პოზიცია მოსმენილი იქნეს. აღნიშნული ქალბატონი ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში იყო და ბრალდებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ის სასამართლოს წინაშე მოწმედ გამოცხადებულიყო და მისი პოზიცია მოეხსენბინა“, – განაცხდა საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს ბრალდებულმა გიგა ტატიაშვილმა, ასევე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system