თავში

რა კავშირი აქვს ,,ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე ნაპოვნ წამლის ანოტაციას ბაჩალიაშვილთან

რა კავშირი აქვს ,,ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე ნაპოვნ წამლის ანოტაციას ბაჩალიაშვილთან
რა კავშირი აქვს ,,ვილა ალგეთის ტერიტორიაზე ნაპოვნ წამლის ანოტაციას ბაჩალიაშვილთან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ,,ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე წამლის ანოტაცია იპოვეს, რომლის შემცველობაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში და მის ორგანიზმში აღმოჩენილი პრეპარატების შემცველობის მსგავსია.

,,ყველა ვერსია უნდა იყოს შემოწმებული, ვნახავთ ახლა გამოძიება ამას ვალის მოხდის მიზნით ასრულებს თუ სიმართლის დასამტკიცებლად. წარმოუდგენელია, რომ 4 წლის გამოუყენებელ შენობაში ახალი პრეპარატის ანოტაცია ყოფილიყო. თუ სანდოა ექსპერტიზა, გამოჩნდება ყველაფერი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, წამლების ანოტაცია, გამოძიებამ ამოიღო და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სისხლის სამართლის საქმეს დაურთო.

ცნობისთვის, საკალმახე ,,ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system