თავში

რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას

რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მოქალაქეს
რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას

დღეს,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეს უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით აღნიშნულ პროექტს დაამტკიცებს, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს დაწესებული, შესაძლოა უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ მას არ გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა. ამასთან, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი საცხოვრებლის შესახებ, შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართის მითითებაც. სავალდებულო გახდება სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნლველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის დაწესებას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის, რაც გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. ასევე ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. იგივე დანაშაული ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; ყალბი საბუთების გამოყენებით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

საკანონმდებლო პაკეტში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული მიზანმიმართული ღონისძიებები, რათა შეამციროს საქართველოდან იმ მოქალაქეთა ნაკადი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

აღნშნული კანონპროექტი 2018 წლიდან არის ინიცირებული. მისი მომზადების მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან არიდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system