თავში

რა წერია წერილში, რომელიც შაქარაშვილის დედამ მოსამართლეს გაუგზავნა

რა წერია წერილში, რომელიც შაქარაშვილის დედამ მოსამართლეს გაუგზავნა
რა წერია წერილში, რომელიც შაქარაშვილის დედამ მოსამართლეს გაუგზავნა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს იმ წერილის შინაარსი გააცნო, რომელიც გარდაცვლილი ფეხბურთელის დედამ სასამართლოს გაუგზავნა. პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილი, საკმაოდ ემოციურია.

მისი ინფორმაციით, შალვაშვილმა წერილში ბრალდებულებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.

„დღევანდელ სასამართლო პროცეზე სასამართლომ გააჟღერა, რომ მიღებული იყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოხატავდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სცოდნოდა პოზიცია და ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე -6 არასრულწლოვნის მიმართ მათთვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა და სასამართლოსთვის ასეთ მოცემულობაში ჩვენების მიცემა"  - განაცხადა პროკურორმა.  

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი ბრალდების მხარეს ჰყავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შალვაშვილმა დაკითხვაზე უარი განაცხადა, ის პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა. 

შემდეგი სასამართლო 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system