თავში

რა უფლება შეუზღუდა სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ - ექსპრეზიდენტს დისციპლინური სახდელი დაეკისრა

რა უფლება შეუზღუდა სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ - ექსპრეზიდენტს დისციპლინური სახდელი დაეკისრა
რა უფლება შეუზღუდა სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ - ექსპრეზიდენტს დისციპლინური სახდელი დაეკისრა

მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება 2 თვით შეუზღუდა. 

ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კომიკურია, რადგან მესამე პრეზიდენტს ზარების განხორციელების უფლებას ამ დრომდე ისედაც შეზღუდული აქვს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე.

შოთა თუთბერიძეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში პატიმრების კოდექსი დაარღვია და დისციპლინური სასჯელი დაეკისრა, დღეს გადასცეს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ მიყენებული ზარალი, 70 ლარის ოდენობისაა:

"დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება.მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი, სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით. განკარგულება არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო. გავასაჩივრებთ სასამართლოში. სატელეფონო ზარების შეზღუდვის განკარგულება გახლავთ ტრაგიკომიკური. ყველამ კარგად ვციით, რომ სააკაშვილს ისედაც არ აძლევენ ტელეფონიოთ სარგებლობის უფლებას

განკარგულებას არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული, მიზეზი, თუ რატომ ჰკრა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ამ აპარატს, მიზეზი კი არის ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად [...]

ფრაგმენტულად ამოგლეჯა, მხოლოდ ხელის კვრის მომენტის და თვალების დაბრმავება ყველა სხვა ისტორიაზე, რომელიც მანამდე მოხდა ყველა იმ მოვლენაზე, რა მოვლენაც ამ ფაქტს წინ უძღოდა ბუნებრივია არის სიბეცე და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system