თავში

რა უთხრეს ბაჩალიაშვილის ოჯახს აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე

რა უთხრეს ბაჩალიაშვილის ოჯახს აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე
რა უთხრეს ბაჩალიაშვილის ოჯახს აშშ-ის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა თბილისში შეერთებული შტატების საელჩოში დასრულდა. გარდაცვლილის დედის განცხადებით, ელჩმა კელი დეგნანმა შეხვედრა ვერ მოახერხა, რადგან ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა ელჩის წარმოამდგენლისგან მიიღო დაპირება, რომ მას ინფორმაციას მიაწვდიან. 

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აღარ ითხოვს, თუმცა თუ გიორგი გახარია სურვილს გამოთქვამს, მზად არის შეხვდეს. 

“დიდი მიღწევა იყო ჩვენთვის ელჩის წარმომადგრნელთან შეხვედრა. კელი დეგნანი არ იყო ადგილზე და დამპირდნენ, რომ მიაწვდიან ინფორმაციას. მათ გვითხრეს, რომ FBI- ის ჩართულობა უნდა მოითხოვოს სახელმწიფომ და მათუ უნდა მიმართონ ოფიციალურად, რათა საქმე გადაეცეს ფედერალურ ბიუროს. მათ გვითხრეს, რომ გაეცნენ წერილს. თუ პროკურატურა უარს იტყვის ამაზე, ეს ნიშნავს იმას რომ თავდ არიან დამნაშავეები. თუ FBI არ ჩაერთვება, დავიწყებ შიმშილს. აღარ მოვითხოვ პრემიერთან შეხვედრას, თუმცა თუ სურვილი ექნება შეხვედრაზე უარს არ ვიტყვი" - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ საელცოში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩოსთან ოჯახმა აქცია გამართა და ელჩ დეგნანთან შეხვედრა მოითხოვა, მათთან შესახვედრად საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდა, რომელმაც ისინი შენობაში შეიყვანა. შეხვედრაზე გარდაცვლილის დედა, მამა და ძმა იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system