თავში

"რადგან ხელი მოვაწერე, ესეიგი ვეთანხმები" - ექსპერტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დასკვნაზე

"რადგან ხელი მოვაწერე, ესეიგი ვეთანხმები" - ექსპერტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დასკვნაზე
რადგან ხელი მოვაწერე, ესეიგი ვეთანხმები - ექსპერტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დასკვნაზე

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის საქმეში ოჯახის მხრიდან იყო ჩართული, მცირე კომენტარს აკეთებს  ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

როგორც გეჯაძე ამბობს, რადგან დასკვნას ხელი მოაწერა, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულს ეთანხმება. ის დამატებით კომენტარს დღეს არ აკეთებს და საგანგებო პრესკონფერენციას საკუთარ ოფისში ხვალ გამართავს. 

"ხელი რადგანაც მოწერილი მაქვს, ე.ი ვეთანხმები, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, ხვალ, 13:00 საათზე მობრძანდით და მოგცემთ პასუხებს კითხვებზე" - ამბობს გეჯაძე. 

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

დასკვნაში საუბარი იყო თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაღჟენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, თუმცა ექსპერტებმა ლექსო ლაშქარავა გარდაცვალების მიზეზად აღნიშნული არ მიიჩნიეს. .

დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system