თავში

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი წარედგინა. 

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა პაატა მეხროშვილმა განაცხადა, დაკავებული ბრალს აღიარებს, ხოლო მომხდარით ძალიან შეწუხებულია. 

ადვოკატი არ ეთანხმება ბრალდების არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდა. 

„ბატონი მერაბი არის ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული იმ გარემოებით, რაც მოხდა.

ბრალი წარედგინა 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მძიმე დაზიანებად მიიჩნია პროკურატურამ ის, რომ თითქოსდა დაზარალებულს პროფესიული შრომის უნარი შეეზღუდა, რაც არის სრული აბსურდი. დაზიანება არ ყოფილა იმ ხარისხს, რომ მას შეეზღუდოს პროფესიული შრომის უნარიანობა, მას ძვალიც კი არ დაზიანებია, რბილი ქსოვილები დაზიანდა. მისი ჯანმრთელობა სრულად იქნება აღდგენილი რამდენიმე კვირაში. ეს მუხლი არის თითიდან გამოწოვილი. გასროლისას მას არ ჰქონია განზრახვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა ვინმესთვის. ეს დაზიანება რეალურად იყო მიყენებული ასხლეტილი ტყვიის შედეგად.

რაც შეეხება გასროლის მოტივს, ეს არის დაკავშირებული სამსახურებრივ მოვალეობასთან და პირად მოტივებთან, ეს არ არის დაკავშირებული რაგბის კავშირის ფინანსებთან. მერაბს ფინანებთან შეხება არ ჰქონია, მისი ხელმოწერით არც რაიმე გასხვისებულა.

თავდაპირველად წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც შეიძლება გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში და სწორედ ამის თავიდან აცილების, მისი შეკავებისა და შეშინების მიზნით, იატაკის მიმართულებით გაისროლა. 

მას ჰქონდა რეგისტრრებული იარაღ, ორი იარაღი: ერთი – პნევმატური, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ და მეორე – ცეცხლსასროლი, ორივე რეგისტრირებული, არ არის გამორიცხული, რომ პნევმატური იარაღი შეეშალა ცეცხლსასროლ იარაღში, ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია დააკავეს. 

ცნობისთვის, გამოძიება მერაბ ბესელიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით გათავლისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც იარაღის უკანონო შენახვას და ჯანმრთელობის განზრაზ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ბესელიას ბრალი დაუმძიმდა 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system