თავში

კალანდიას ძმა: ხელისუფლებამ თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება

კალანდიას ძმა: ხელისუფლებამ თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება
კალანდიას ძმა: ხელისუფლებამ თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება

მკაფიოა ყველაფერი, ხელისუფლებამ თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება და მოსალოდნელი აქციები, - ასე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ძმის მიმართ გამოტანილ განაჩენს ლუკა კალანდია. 

მისი თქმით, მიხეილ კალანდიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

,,პროკურატურა იმართება მმართველი პარტიის მხრიდან. სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ და სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, თუ იქაც არ დადგა შედეგი, მაშინ, საქმეს სტრასბურგში წავიღებთ. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და სამართალი აღდგება", - განაცხადა ლუკა კალანდიამ. 

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნეს. მას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system