თავში

რამიშვილი: აინტერესებდათ მე ხომ არ შევუკვეთე სატელიტის ფოტოები

რამიშვილი: აინტერესებდათ მე ხომ არ შევუკვეთე სატელიტის ფოტოები
რამიშვილი: აინტერესებდათ მე ხომ არ შევუკვეთე სატელიტის ფოტოები

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურის მიერ დასმულ შეკითხვებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროკურორი ცდილობდა გაერკვია, ხომ არ იცოდა მან იმის შესახებ, რომ სატელიტის ფოტოები გაყალბებული იყო. 

"მიმართულება იქით ჰქონდათ, მე ხომ არ შევუკვეთე და ხომ არ ვიცოდი, რომ სატელიტის სურათები იყო გაყალბებული. საიდან გავიცანი ეს ადამიანი და ა.შ.", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, სურათების გამოჩენას გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან გამოძიება თავიდანვე არასწორად მიდიოდა. ამასთან, ის ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა და ითხოვს პროკურატურისგან ნამდვილ ფოტოსურათს, რომელიც დაადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ფოტო  ყალბია.

"გამოძიებას ხელი არ შეშლია ამ ფოტოების გამო. თავიდანვე გამოძიება არასწორად მიდიოდა, დღესაც არასწორად მიდის და არასამართლიანად აგრძელებს. რაც დრო დაიხარჯა ამ აბსურდულ ძიებაში და იმ ქმედებაში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაშორონ, სჯობდა ეს ენერგია და დრო საქმეში დაეხარჯათ და არა ამ აბსურდულობაში. მე მჯერა იმის, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, მაშინ დამიდასტუროს პროკურატურამ ნამდვილი ფოტოსურათით და დავრწმუნდები, რომ ფურცხვანიძის სატელიტის ფოტო არის ყალბი. ექსპერტიზის დასკვნის არ მჯერა", - ამბობს ადვოკატი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system