თავში

რამიშვილი: ასეთი ზეწოლა არ მინახავს, დარღვეულია ყველანაირი ზომიერება

რამიშვილი: ასეთი ზეწოლა არ მინახავს, დარღვეულია ყველანაირი ზომიერება
რამიშვილი: ასეთი ზეწოლა არ მინახავს, დარღვეულია ყველანაირი ზომიერება

ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით ზეწოლა ხორციელდება მისი შვილების მისამართითაც. 

„ჩემს მიმართ თვალთვალი კარგად ორგანიზებულია. დარღვეულია ყველანაირი ზომიერება. ასეთი შეურაცხყოფა, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მინახავს. პიროვნული კი არა უკვე ოჯახის წევრებზე არიან გადასული. ეს ხდება როგორც სოციალური ქსელების, ისე პირადში მიმოწერის საშუალებით. გარდაცვლილ მამაჩემსაც გადასწვდნენ და აგინებენ, რომ ეგეთი შვილი ვყოფილვარ, მარიამ ჯიშკარიანსაც ხომ ლანძღავენ. ჩემი არასრულწლოვანი 14 წლის შვილის და სრულწლოვანი 23 წლის გოგოს მიმართაც ხორციელდება ზეწოლა. ისეთ რაღაცებს კადრულობენ ბავშვი ჭკუაზე აღარ არის. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან. ოფისთანაც კი დავაფიქსირე, რომ მითვალთვალებდნენ და მობილურით მაფიქსირებდნენ, მაგრამ გამექცნენ. ასეთი მასშტაბური ზეწოლა მე არ მინახავს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system