თავში

რამიშვილი: ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან

რამიშვილი: ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან
რამიშვილი: ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან

ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მან გააფრთხილა გამოძიება, რომ ავტომობილის ექსპერტიზა, მისი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს. 

„დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება. ყველა კითხვა დავუსვით. ასეთი რამ გვითხრეს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული და რომ ყველანაირად ეცდებიან უმოკლეს ვადაში კითხვებს გასცენ პასუხი.

ჯერ არაფერი დადგენილი არ არის, ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს მათთან საქმის მასალები. შუამდგომლობები დაკმაყოფილებულია, მაგრამ როდის იქნება საქმის მასალები გადმოცემული, როდის იქნება ამოღებული, ჯერ ამაზე პასუხი არ არის.

ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან. გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი ქმედების განხორციელება დაიწყება, როგორ შეიძლება ნდობა-არ ნდობაზე ვილაპარაკო, როცა დღეს გადაეცათ საქმის მასალები, დღეს იწყებენ კითხვებზე პასუხის გაცემა. გაცნობითი ხასიათი ჰქონდა შეხვედრას, რადგან დღეს გადაეცა საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას, სამხარეოდან საქმის მასალები დღეს მოიტანეს, გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობას შეგვიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე, ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი და არ ვიყო ბიბლიოთეკაში, როგორც აქამდე მიწევდა ყოფნა. მათ გავახსენე, როგორი მოლაპარაკება იყო კომპიუტერთან, შევახსენე, რომ ანალოგიური არ განხორციელდეს მანქანასთან დაკავშირებითაც, რადგან ამას აუცილებლად მძაფრი რეაქცია მოჰყვება. შევახსენე, გავაფრთხილე, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარება ჩემი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს, არ მოხდეს არანაირი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ისე, რომ მე საქმის კურსში არ ვიყო“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system