თავში

რამიშვილი: ეს ჩემი ოჯახის ტრაგედიაა

რამიშვილი: ეს ჩემი ოჯახის ტრაგედიაა
რამიშვილი: ეს ჩემი ოჯახის ტრაგედიაა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. 

უფლებათადამცველი პროკურატურას არ ენდობა და ის გამოძიების კითხვებს საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. შოთაძის უწყება ადვოკატს ბურუსით მოცული საქმის მტკიცებულებების გაყალბებას ედავება.

უწყებაში განმარტავენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზის პროცესში არ ადგილი არ ჰქონია ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერებას და გამოთხოვას, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს.

უწყების ინფორმაციით, მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დაილუქა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისივე თანხმობით.

"მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა.

აქვე განვმარტავთ, რომ 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე," - აღნიშნულია უწყევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რაც შეეხება თავად ადვოკატის პოზიციას, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. 

"ეს არ არის ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის რიგით საქმე და რიგითი სამუშაო, ეს იგივეა, რაც ჩემი ოჯახის ტრაგედია. არა თუ ჩემი თავისუფლება, ჩემი სიცოცხლეც რომ შეეწიროს, ამ საქმეს გაუხსნელს არ დავტოვებ" - განაცხადა რამიშვილმა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს. რამიშვილი ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული მასალების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები ყალბია. 

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system