თავში

რამიშვილი: ეს ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს

რამიშვილი: ეს ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს
რამიშვილი: ეს ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს

თამარ ბაჩალიაშვლის მშობლები გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. ირაკლი შოთაძისგან ისინი არსებულ კითხვებზე პასუხებს და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ელოდებიან.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ ვერ იპოვეს 5 დღე ავტომობილი, როდესაც არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ იმ ადგილს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ყოველ დღე კვეთს ნახირი და მწყემსი.

მისივე თქმით, ისინი მოითხოვენ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას, რადგან მათ სჯერათ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია და საქმეზე გამოძიების გაგრძელებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვენ. 

"ნახირი რომ გადადის, ეს ჩანაწერი არის 12, 13, 14 აგვისტოსი. ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რატომ და როგორ მოხდა, რომ 5 დღე იქ იდგა მანქანა და შესაბამისად, ნამდვილად ნახავდა ის მენახირე, როგორ მოხდა, რომ 22-ში ნახეს?! FBI-სთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვიჩნდება და ამაზე პასუხს დღეს მივიღებთ. გამორიცხულია, მენახირეს არ ენახა ის 5 დღე, თუ იქ ავტომობილი იდგა. შესაბამისად, ეს ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს. სხვა მოთხოვნები გვექნება, რომ სატელიტური სურათები გამოვითხოვოთ. ექსპერტიზის საბოლოო და შუალედურ დასკვნებსაც მოვითხოვთ და მიზეზს, ამდენი ხანი რატომ არ არის ექსპერტიზის დასკვნა იმიტომ, რომ მარტო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას მაქსიმუმ 10 დღე დასჭირდება ,რა საჭიროა თითქმის 1 თვე ტოქსიკოლოგიური დასკვნის ლოდინი, ამაზეც პასუხს მოვითხოვთ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურატურაში შესვლამდე, კომენტარი გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმაც. მისი თქმით, რევერანსების დრო ამოიწურა და ოჯახი იქნება მაქსიმალურად რადიკალური

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system