თავში

რამიშვილი: კატასტროფაა, უნდათ რომ გარდაიცვალოს

რამიშვილი: კატასტროფაა, უნდათ რომ გარდაიცვალოს
რამიშვილი: კატასტროფაა, უნდათ რომ გარდაიცვალოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი საპატიმროში დატოვება კი ნიშნავს, რომ ზოგიერთ პირს გიორგი მამალაძის გარდაცვალება სურთ. 

როგორც ადვოკატმა Report.ge-ს განუცხადა, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ექიმებმაც არაერთხელ მიმართეს მოსამართლეს და განუცხადეს, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობაზე სათანადოდ ვერ იზრუნებდნენ, რადგან შესაბამისი პირობები არ აქვთ.

"დიდი ხანია მაგას იძახიან, რომ არ შეუძლიათ მისი მკურნალობა და მეც მქონდა მათთან საუბარი. იძახიან, რომ არ გვაქვს სათანადო პირობებიო. ერთი თვის წინ ვიყავი მამა გიორგისთან შესული და გაწირული ჰყავთ ადამიანი. გარკვეულ პირებს უნდათ ალბათ, რომ დეკანოზი გარდაიცვალოს. უნდათ რომ ფატალური შედეგი დადგეს. კატასტროფა ხდება - ეს არის კატასტროფა", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა არ გაუარესებულა, რის გამოც ის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system