თავში

რამიშვილი: სუს-ის თანამშრომელს ჰქონდა კონტაქტი თამართან

რამიშვილი: სუს-ის თანამშრომელს ჰქონდა კონტაქტი თამართან

დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი ურთიერთობა და როგორი კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, - ამის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, მას ბევრი ინფორმაცია აქვს ბაჩალიაშვილის საქმის ფიგურანტის, ბაჩანა ლობჟანიძის შესახებაც. 

"დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი ურთიერთობა და როგორი კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. როგორ გადასცემდა გარკვეული წლების უკან ფლეშკებს და როგორ აძლევდა გარკვეულ მითითებებს. ეს ადამიანი მუშაობდა და იყო დაკავებული იმ სფეროში, რა სფეროც არის დაკავშირებული კომპიუტერებთან, პროგრამებთან. მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციებიც მაქვს, მე იმას არ დავმალავ, რომ ბაჩანასთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი, ამ ადამიანის სახელზე და გვარზეც, მას ჰქონდა სურვილი, რომ დღეს შევხვედროდი. მე ბაჩანაზეც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მთელი დღეა დღეს ბაჩანას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ბაჩანას უნდოდა გუშინ ამ სახელი და გვარის თქმის შემდეგ ჩემთან შეხვედრა. იმიტომ, რომ მე ვიცი ბაჩანას კავშირები სუს-ის სტრუქტურასთან,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system