თავში

რამიშვილი: თამუნას Gmail-ი და Youtube გაიხსნა, ქალბატონი თეონა ძალიან ცუდად გახდა

რამიშვილი: თამუნას Gmail-ი და Youtube გაიხსნა,
რამიშვილი: თამუნას Gmail-ი და Youtube გაიხსნა, ქალბატონი თეონა ძალიან ცუდად გახდა

გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-თან ერთად, მის Youtube-ის ანგარიშზეც მოხდა წვდომა, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ცუდად გახდა. 

"დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო, რაც მოვახერხეთ დეტალურად გავეცანით. არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. არის გარკვეულწილად რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი. ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი მიწერ-მოწერა, არანაირი შეტყობინებები არაა, რაც გამოძებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით და როგორ, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენსა და გამოძიებას შორის იყო პოზიციების სხვაობა, მაგრამ ბოლოს მაინც მივედით იქამდე რომ მკვლელობის ვერსიაზე სერიოზულად არის სამუშაო. Youtube-ზეც მოხდა შესვლა და დედისთვის ისეთი მტკივნეული იყო შვილის ნახვა, რომ თეონა ძალიან ცუდად გახდა და პოლიციის თანამშრომლები, ახალგაზრდა გოგონები, როგორც საკუთარ დედას ისე უვლიდნენ თამარის დედას. არის ძალიან ბერვი რამ იუთუბზე, რამაც ემოციური ფონი დაამძიმა და რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ვინც არ უნდა ეცადოს, ერთი წერტილი და მძიმე არ დააკლდება ამ საქმეს, რომ გაირკვეს სიმართლე," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system