თავში

რამიშვილი: ტელეფონი ჩამომართვეს, ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ

რამიშვილი: ტელეფონი ჩამომართვეს, ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ
რამიშვილი: ტელეფონი ჩამომართვეს, ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

მისივე თქმით, მან გამოძიებას წარუდგინა გამოკითხვის ოქმიც, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი მას უდასტურებს, რომ შემხებლობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. 

"ჩემი ტელეფონი იქნა დალუქული და მიაქვთ შესამოწმებლად. გარდა ამისა, ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნა გამოკითხვის ოქმი, ჩემს მიერ ჩამორთმეული და დალუქული, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შემხებლობა თამარ ბაჩალიაშვილთან, გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა და დანარჩენს ვნახავთ უკვე, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს პროკურატურა. არსებითი და ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა. სუს-ი არაერთხელ გამოჩნდა, არაერთხელ ჩანს ძალოვანი სტრუქტურები ამ საქმეში. ჩანს, რომ ბავშვს საფრანგეთში წასასვლელად გამზადებული ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მას უარი ათქმევინეს. 

დღეს ტელეფონი ჩამომართვეს, ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზედ. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს ტელეფონი, რაღაც უნდა გადაამოწმონ. მალე თავისუფლებასაც ჩამომართმევენ, ძალიან არ უნდათ, მე ამ საქმეში ვიყო, რადგან ხედავენ, უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდი ამ საქმეში. არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს. ეს გოგო არის მოკლული. მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს უსაფრთხოებას. ესენი არიან მკვლელები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი საშიშროება ყველა ჩვენგანისთვის," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

მიხეილ რაიმიშვილის თქმით, მას დაუკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი ურთიერთობა და როგორი კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system