თავში

რამიშვილს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უპირისპირდება

რამიშვილს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უპირისპირდება
რამიშვილს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უპირისპირდება

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უპირისპირდება და აცხადებს, რომ გამოკითხვის ოქმში, მიხეილ რამიშვილმა ცრუ ინფორმაცია მიუთითა. 

საუბარია მეხსიერების ბარათებზე, ე.წ. ფლეშკებზე, რომელსაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი თამარ ბაჩალიაშილს აწვდიდა.

პატიმრობაში მყოფი პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა ინფორმაციას უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატი რამიშვილს არაკოლეგიალურობაში ადანაშაულებს. დავით ხარატი უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაჩალიაშვილის შესახებ რაიმე იანფორმაციას ფლობდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დოკუმენტზე ხელი ისე მოაწერა, არ წაუკითხავს მასზე რა ეწერა, ხოლო რამიშვილი კი ამ დროს სულ სხვა თემაზე ელაპარაკებოდა.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შეუძლიათ ვიდეოჩანაწერები ამოიღონ, რომლითაც დადასტურდება, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი მას შეხვდა, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა და გამოკითხვის ოქმზეც ხელი მოაწერა. რამიშვილის თქმით, ის რომ მას ხელი არაფერზე მოუწერია, სიცრუეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system