თავში

რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია დღეს განხორციელდება

რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია დღეს განხორციელდება
რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია დღეს განხორციელდება

რამზან ახიადოვი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულის, რამზან ახიადოვის ექსტრადირება რუსეთში დღეს განხორციელდა.

„მოცემული პირის გადაცემა დღეს დილით განხორციელდა. საქმე ეხება ექსტრადიციას ბრალდებული პირისა ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მათ რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექსტრადირებით არ დარღვეულა არანაირი სტანდარტი, რომელიც სტრასბურგმა დააწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system