თავში

რას ჰყვება განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატი

რას ჰყვება განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის
რას ჰყვება განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული 24 წლის შალვა გოგოლაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის განზრახვა მკვლელობა არ ყოფილა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა გოგოლაძემ საწვავი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. 

,,საქმის მსვლელობისას, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, რომ საწვავი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. ბრალდებულმა სამართალდამცველებთან აღიარა, რომ იმ ადგილას იმყოფებოდა. დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აღიარებს",- ამბობს გოგა ხაჩიური.

ამასთან, როგორც დღეს გამართულ პროცესზე თავად ბრალდებულმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა, მას სევა შამუიანისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მიუყენებია. 

სასამართლომ შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ სევა შამუიანს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შალვა გოგოლაძეს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გოგოს მდგომარეობას, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system