თავში

რას ჰყვება გოგო, რომლის დაბადების დღეზე მომხდარ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა

რას ჰყვება გოგო, რომლის დაბადების დღეზე მომხდარ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა
რას ჰყვება გოგო, რომლის დაბადების დღეზე მომხდარ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანი გაბეჩავა მცხეთის პოლიციის განყოფილებაში 5 ივლისს მივიდა, ის გამოკითხვაზე მისი ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობდა. 

ანი გაბეჩავა ჩვენებაში დეტალურად აღწერს მის მიმართ საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებასა და ზეწოლას და ამბობს, რომ მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებენ. 

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ “ფეისბუქში საზოგადოების მხრიდან, ჩემი მისამართით ვრცელდება შეურაცხმყოფელი გამონათქვამები: ლანძღვა, გინება. ჩემზე ფსიქოლოგირი ზეწოლა არის შემდეგი სახის: ‘შენ უნდა მომკვდარიყავი’, ‘შენ უნდა დაისაჯო’, ‘შე ნაგავო’ და სხვა. მსგავს გამონათქვებს სოციალურ ქსელში ავრდცელებენ, როგორც პოსტების და კომენტარების სახით, ასევე პირად კომენტარებშიც. მე ისედაც მომადგა ფსიქოლოგიური ტრავმა და საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ტრავმას მაყენებს“ – ნათქვამია ჩვენებაში.

გამოძიებას ასევე აინტერესებდა, შეუძლია თუ არა გაბეჩავას იმ პირების ამოცნობა, რომლებიც სოციალურ ქსელში მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ. გაბეჩავას თქმით, ეს არ შეუძლია, რადგან ეს “საზოგადოების უმრავლესობაა”:

„არ შემიძლია იმ პიროვნებების იდენტიფიცირება, რომლებიც სოციალურ ქსელში ჩემი მისამართით ავრცელებენ ზემოაღნიშნულ გამონათქვამებს, რადგან ისინი წარმოადგენენ საზოგადოების უმრავლესობას“ – წერია ჩვენებაში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

გარდაცვლილი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 19 ივნისი ღამეს სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

ანი გაბეჩავას ადვოკატმა მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალების გამო, მცხეთის პოლიციის დეპარტამენტში საჩივარი 29 ივნისს შეიტანა.

უფლებადამცველმა ლიკა ბითაძემ ,Report.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ გოგონა, რომლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და საჭირო გახდა ფსიქოლოგის დახმარება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა, არის ძალიან მძიმე და იმყოფება დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. პირველ რიგში, ის განიცდის, რომ ეს ბავშვი მის დაბადების დღეზე გარდაიცვალა და ამას ემატება, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიღებული საზოგადოების რეაქცია. ამ ეტაპზე, ჩართულია ფსიქოლოგიც, რადგან მდგომარეობა არის უმძიმესი. ზოგადად, შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან, მაქსიმალურად თანამშრომლობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მას, უკვე მიცემული აქვს ჩვენებაც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სოციალურ ქსელში მის მიმართ დაწყებულ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებზე, ჩვენ უკვე მოვახდინეთ რეაგირება და მივმართეთ მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს. სამართალდამცველებისგან ვითხოვთ, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოფილი იქნას ანი გაბეჩავას უსაფრთხოება," - განუცხადა ლიკა ბითაძემ, Report.ge-ს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system