თავში

რატომ არ ასაჩივრებს ტატიაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას

რატომ არ ასაჩივრებს ტატიაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას
რატომ არ ასაჩივრებს ტატიაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

გიორგი ყიფშიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება წინასწარ დაწერილი სცენარი იყო და გასაჩივრება არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

„ის შედეგი, რაც გუშინ დადგა, იყო წინასწარ ცნობილი, შესაბამისად წინასწარვე ვიცით, რომ ეს გასაჩივრება არაფერს მოიტანს იქამდე, სანამ საზოგადოება და ყველა ირგვლივ არ მიხვდება რა ხდება ამ საქმეში, ზოგადად რა იმალება და რის გადაფარვას ცდილობემ, არანაირი ცვლილება ამ საქმეს არ მოყვება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დასჯა ეს სრული დასჯა იყო, ეს არ იყო რაიმე სხვა ტიპის ღონისძიება და დანარჩენის სხვების დასჯა, მიუთითებდა იმაზე რომ მცდელობა იყო როგორმე გამოეკვეთათ რომ, აი, 17 ადამიანი დავიჭირეთ, ამით რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ რეალურად იმ დიდი ტრაგედიის რაც მოხდა, გადაფარვა იყო. ვერსად იპოვით, რომ გიგა ტატიაშვილმა ვინმეს ძალადობა ორგანიზება კი არა, ვინმეს ზედმეტი სიტყვაც აკადრა. მსგავსი ფაქტი სისხლის სამართლის საქმეში არ არის. ერთადერთი რა შემხებლობაშიც იყო – დაბადების დღიდან წამოვიდა მანქანით და მერე წრე დაარტყა და მეგობრების წასაყვანად მოვიდა, მეტი არაფერი”, – აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გუშინ, 28 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system