თავში

რატომ არ გამოკითხეს დავით ქაშიაშვილი შსს-ში

რატომ არ გამოკითხეს დავით ქაშიაშვილი შსს-ში
რატომ არ გამოკითხეს დავით ქაშიაშვილი შსს-ში

"შაბათის ფორმულის" წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა.ჟურნალისტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ქაშიაშვილმა განაცხადა, მას გამოძიებისთვის დამატებითი დეტალები არ მიუწოდებია რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს წყაროს გამჟღავნების საფრთხე, ხოლო მისი პროფესიული ვალდებულებაა, წყაროს კონფიდენციალობა დაიცვას.

"დამატებით არცერთი დეტალი მე არ მითქვამს, ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებითა და ეთიკით, იმიტომ, რომ არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. ოქმში ჩვენი სურვილი დავაფიქსირეთ ჩემი ხელმოწერით და დავტოვეთ საგამოძიებო უწყება. წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან.

კითხვა არ დასმულა, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ მიზეზთა გამო დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამ ინფორმაციის გაცემის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით. მთელი რიგი საკითხები წყაროს მიერ მოწოდებული, ეთერში შეგნებულად არ მოვყევით,"-განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.

დავით ქაშიაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტი არ არის ვალდებული გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, რაც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. 

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს, "შაბათის ფორმულამ" საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

2 აგვისტოს კი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system