თავში

რატომ დააკავეს კასპში მოკლული კაცის ცოლი - შსს ინფორმაციას ავრცლებს

რატომ დააკავეს კასპში მოკლული კაცის ცოლი - შსს ინფორმაციას ავრცლებს
რატომ დააკავეს კასპში მოკლული კაცის ცოლი - შსს ინფორმაციას ავრცლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი - 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს. 

დაკავებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები
მიაყენა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, report.ge-ს ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული პირი მოკლულის ცოლია, რომელსაც მსხვერპლის ოჯახის წევრები დანაშაულში თანამონაწილეობაში სდებენ ბრალს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system