თავში

რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ბიძა - განმარტება

რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ბიძა - განმარტება
რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის ბიძა - განმარტება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დაიბარეს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით გრძელდება.

თემურ ალასანიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" დღეს მიხეილ სააკაშვილმაც დაწერა . სააკაშვილი ფიქრობს, რომ მისი ბიძის დაკითხვაზე დაბარება თავად მასზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შურისძიებას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system