თავში

რატომ შეეზღუდა მეგი ბაქრაძის მეუღლეს საქმის მასალებზე წვდომა

რატომ შეეზღუდა მეგი ბაქრაძის მეუღლეს საქმის მასალებზე წვდომა
რატომ შეეზღუდა მეგი ბაქრაძის მეუღლეს საქმის მასალებზე წვდომა

19 მარტს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალების ნაწილის გაცნობაზე უარი ეთქვა.

პროკურატურის შესაბამის დადგენილებაში ამ შეზღუდვის მიზეზებია განმარტებული.

დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ პირველ ეტაპზე გარდაცვლილის უფლებამონაცვლე შეუფერხებლად გაეცნო იმ დროისთვის არსებულ საქმის მასალებს, თუმცა, ამჟამად დამატებითი მასალების გაცნობამ, შესაძლოა გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს.

“დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემამ, შესძლოა, გამოიწვიოს მათი გასაჯაროვება ანდა მოწმეებზე ზემოქმედება, მათი დაშინება, ნივთმტკიცებების განადგურება, ყალბი მტკიცებულებების შექმნა და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესისი ხელშეშლა. ამასთანავე, საქმის მასალების შინაარსისა და მათი სფეციფიკის გათვალისწინებით, ასევე შეუძლებებლია, დაზარალებულის უფლებამონცვლისთვის საქმის მასალაბის ისეთი ფორმით გაცნობა ან გადაცემა, რომ გამოირიცხოს კონკრეტული პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამოძიების ინეტერსების დაცვა წარმოადგენს, იმ ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია ამ ეტაპზე, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეიზღუდოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლება, გაეცნოს საქმის მსალებს და მიიღოს მისი ასლები,” – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს. 

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system