თავში

რევაზიშვილის ადვოკატი: უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ მტკიცებულება ვერ იარსებებს

რევაზიშვილის ადვოკატი: უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ მტკიცებულება ვერ იარსებებს
რევაზიშვილის ადვოკატი: უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ მტკიცებულება ვერ იარსებებს

"ნიკოლოზ რევაზიშვილის წინააღმდეგ ვერ იარსებებს ვერანაირი მტკიცებულება, ვინაიდან იგი არის უდანაშაულო,"- ამის შესახებ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განაცხადა. 

"უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ, ბუნებაში, მტკიცებულება ვერ იარსებებს, თუ არ მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. ნიკა რევაზიშვილი იმყოფებოდა ფერად შენობასთან და არავის არც ხევში ჩაყოლია, არც არავის მისდევდა, რადგან ამასთან დაკავშირებით თავად გურამ ამირხანაშვილმა მის მიერ შეცვლილ ჩვენებაშიც კი დაადასტურა, რომ ნიკა რევაზიშვილი მდევრებს შორის არ ყოფილა,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system