თავში

რკინის ხელკეტი ჰქონდა - ძიუდოისტმა ტატიაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა

რკინის ხელკეტი ჰქონდა - ძიუდოისტმა ტატიაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რკინის ხელკეტი ჰქონდა - ძიუდოისტმა ტატიაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე “მერსედესის” მძღოლმა, გიგა ტატიაშვილმა სასამართლოში 18 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გაიხსნება.

ადვოკატის ინფორმაციით, გიგა ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ბრალდებულ ნიკა ჟვანიას რკინის ხელკეტი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არ დაუნახავს, მან ხელკეტი გამოიყენა თუ არა.

“ტატიაშვილმა განმარტა, რომ აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თბილისში მალევე წავიდნენ და არ მოუკითხავთ დანარჩენი მეგობრები – ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი ვის გაყვნენ. შემდეგ, ირაკლი მუმლაძემ უთხრა მას, რომ თენგო ბარბაქაძეს მცხეთაში ავტომანქანა ჰყავდა დატოვებული და ამის გამო დაბრუნდნენ. შემდეგ გაიგო, რომ წამოსაყვანი იყვნენ ლ.შ. და გიორგი მერაბიშვილი. 

რაც შეეხება კონფლიქტს, მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ სცემეს. თქვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას ხელში რაღაც ხელკეტი ეჭირა. მანვე განაცხადა, რომ თბილისში წასვლა სურდა, რადგან აგარაკზე კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო და არ სურდა ის გაგრძელებულიყო. მას სურვილი გაუჩნდა, ეთქვა, თითქოს, ახლო-მახლო პოლიცია იყო, რის შემდეგაც ყველანი მანქანაში ჩასხდნენ და თბილისში დაბრუნდნენ. ჟვანიას ხელში რკინის ხელკეტი, ნაჭერი რომ ეჭირა, ამას არ უარყოფს, მაგრამ ამ რკინის ნაჭრით ჟვანიამ ვინმე სცემაო, ასეთი რამ ტატიაშვილს არ უთქვამს. 

გიდასტურებთ, რომ ჩვენებაში ნამდვილად არის ეს ინფორმაცია, რომ ტატიაშვილი ამბობს, გიორგი ქათამაძეს ჩემ გარდა ყველა ურტყამდაო, მაგრამ სასამართლოში არ უთქვამს, ჩემ გარდა ყველა სცემდაო”, – განაცხადა გვიშიანმა.

ადვოკატის განმარტებით, ტატიაშვილს რკინის ხელკეტი მანქანაში არ ჰქონია და არც ის იცის, იქ საიდან აღმოჩნდა. ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, ტატიაშვილის ჩვენებით გამოირიცხა, რომ ძალადობის ორგანიზებას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system