თავში

ადვოკატი: მოვითხოვთ პატიმრობის გაუქმებას

ადვოკატი: მოვითხოვთ პატიმრობის გაუქმებას
ადვოკატი: მოვითხოვთ პატიმრობის გაუქმებას

გიორგი რურუა გადაწყვეტილების მოლოდინში. შეცვლის თუ არა სასამართლო რურუას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას, დღეს გახდება ცნობილი. სასამართლო სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

როგორც ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე, რურუასთვის პატიმრობის გაუქმებას მოითხოვს.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ გიორგი რურუასთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმება და შესაბამისად, მისი გათავისუფლება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. გიორგი რურუას საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური საქმე. ის სამართლებრივი გარემოებების გამო არ იმყოფება ციხეში და შესაბამისად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული რთულია პროგნოზის გაკეთება", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system