თავში

როდის გაათვისუფლებენ ნიკა მელიას - პროცედურების განმარტება

როდის გაათვისუფლებენ ნიკა მელიას - პროცედურების განმარტება
როდის გაათვისუფლებენ ნიკა მელიას - პროცედურების განმარტება

"როგორც კი ნიკა მელიას გირაოს თანხა აისახება ანგარიშზე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით".- ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ჯერჯერობით ანგარიშზე თანხა არ არის ასახული ამიტომ უცნობია მოესწრება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გათავისუფლება დღესვე.

„როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, მივმართავთ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ჯერ არც თანხა ასახულა და არც დოკუმენტი წარმოუდგენიათ",- განუცხადეს report.ge-ს საქართველოს პროკურატურაში. 

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის", ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაო 40 000 ლარი გადაიხადა. ფონდმა გირაოს თანხა საქართველოს ბიუჯეტს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system