თავში

როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა - შაქარაშვილის საქმე

როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა - შაქარაშვილის საქმე
როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა - შაქარაშვილის საქმე

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა კვირის ბოლოს გახდეს ცნობილი.

თუმცა Report.ge-ს ლევან სამხარაულოს ექსპერტიზის ბიუროში ზუსტ თარიღს ვერ ეუბნებიან.

მათი ინფორმაციით, ექსპერტიზის ჩატარების დროს ბევრი დეტალი და ნიუანსი არსებობს, რომ საზოგადოებაში კითხვები არ დარჩეს.

"ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა. ამჟამად ექსპერტები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, როცა დასრულდება, უკვე საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი,"- განაცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ.

Report.ge დამოუკიდებელ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძესაც დაუკავშირდა.

გეჯაძის თქმით, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა ექსპერტიზის პასუხები კვირის ბოლოს გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system