თავში

როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი -თეთრიწყაროს ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს

როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი -თეთრიწყაროს ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს
როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი -თეთრიწყაროს ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მანქანაში იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, რომელშიც ხუთი დღის განმავლობაში იყო ცხედარი. აგრეთვე, დადგინდება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი და კეთდება იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს სჭირდება შემოწმება და ექსპერტების დასკვნა. საზოგადოებას არსებულ კითხვებს გავაცნობთ.

უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი იყო, უნდა შემოვიდეს იმ გზით, რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა იყო შემოყვანილი, რასაც სატელიტური სურათების მეშვეობით დავადასტურებთ“, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირა.

ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system