თავში

,,როგორ შეიძლება ეს წერილი ფალსიფიცირებული იყოს" - თეონა თამაზაშვილი

,,როგორ შეიძლება ეს წერილი ფალსიფიცირებული იყოს" - თეონა თამაზაშვილი
,,როგორ შეიძლება ეს წერილი ფალსიფიცირებული იყოს - თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში საქმის ახალი ფიგურანტის, მარი შარაშიძის წერილს ავრცელებს და პროკურატურისგან მისი შვილის საქმის ხელახლა აღძვრას ითხოვს.

,,როგორ შეიძლება ეს წერილი ფალსიფიცირებული იყოს ისეთი ბავშვისგან, როგორიც მარი შარაშიძეა. ნუთუ ბევრს ითხოვს თვალცრემლიანი შვილმოკლული დედა "ამაგდარი" პროკურატურისგან, რომ თავიდან იქნეს საქმე აღძრული და მასალები გადმომეცეს, კერძოდ, ფეისბუქის შინაარსობრივი ჩანაწერები, სადაც პირადად გადავამოწმებდი მარისა და თამარის ხმოვან შეტყობინებებს. ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი საიდუმლო არა? (ერთი ბანალური თვითმკვლელის ისტორიაა) რატომ უჭირთ ასე მისი გადმოცემა?", - წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომლის მტკიცებითაც თამარი მას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართებოდა, დედამისისთვის მიეხედა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ კი მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system