თავში

რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი - სააკაშვილი

რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი - სააკაშვილი
რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი - სააკაშვილი

რომ არა ქალბატონი ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს ცოცხალი აქ არ ვიდგებოდი თქვენ წინაშე - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პოცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"პრაქტიკულად, მან ცენტრ ემპათიასთან ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიასი და უამრავი სხვა მოშიმშილის, რომლებისაც დიდი მადლობელი ვარ.

ასევე, მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა ალბათ მომწყობს, რომ ერთი მხრივ, მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, ასევე, ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს" - განაცხადა სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system