თავში

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 10 დღეში დატოვებს

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 10 დღეში დატოვებს
ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 10 დღეში დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 10 დღე დარჩა. მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. 

ვანო მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

მერაბიშვილს ექვსი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system