თავში

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი განახლდება

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი განახლდება
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი განახლდება

20 ივნისის საქმეზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. 

პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატ გიორგი კოდახიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმეები, პოლიციელები დაიკითხებიან. 

როგორც მელიას უფლებადამცველი აცხადებს, პროცესზე წარმოდგენილ მოწმეებს კრიტიკულ კითხვებს დაუსვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხეს რამდენიმე ათას ადამიანში ნიკა მელიას დაფიქსირება. 

გარდა ამისა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ისინი ყოველდღიურად ელოდებიან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის სტატუსის აღდგენაზე.

მისივე თქმით,  პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტით ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღო და ყველა ინსტანციის განაჩენს უნდა დალოდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system