თავში

რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ ციხის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ ციხის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ
რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ ციხის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულ N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.

დაცვის მხარემ კი, 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებულები 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს

დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system