თავში

რუსთაველის გამზირზე, 9 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, 9 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე, 9 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში"  - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system