თავში

რუსთავი 2"-ის საქმე - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართება

რუსთავი 2"-ის საქმე - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართება
რუსთავი 2-ის საქმე - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართება

„რუსთავი 2“-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი.

ნიკა გვარამიას და კახა დამენიას ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ასევე შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.

კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system