თავში

რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს

რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს
რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს

რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე დააკავეს. ამას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე, რომელიც ინციდენტს შეესწრო, აცხადებს, რომ პოლიციას კაპანაძის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა. 

"კანონი იძლევა საშუალებას, რომ უბანი დაატოვებინონ, მაგრამ გიორგი კაპანაძის დაკავების, წაყვანის და არჩევნებზე საერთოდ ჩამოშორების უფლება ან საფუძველი არ არსებობს. არც კანონის არანაირი ინტერპრეტაცია არ იძლევა ამის საფუძველს. ჩვეულებრივი ძალადობაა, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად ხალხის პროტესტი გადაფაროს ამ მანიპულაციებით", განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system