თავში

რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა ნახევარმილიონიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა

რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა ნახევარმილიონიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა
რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა ნახევარმილიონიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა

რუსთავში, მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ნახევარმილიონიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, მათი ადვოკატები მათი 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატების თქმით, დაკავებულ პირებს დავით მუმლაძის მკვლელობასა და მისი თავისუფლების აღკვეთაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ.

რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ექვსი პირია მიცემული. მათგან ხუთი პატიმრობაშია ერთი კი,ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ამ დრომდე იძებნება. ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან.

ცნობისთვის, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. საქმეზე ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, მათგან 3 შსს-ს თანამშრომელია, მათ შორის 2 მოქმედი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system