თავში

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს დღეს დატოვებს

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს დღეს დატოვებს
რუსუდან კერვალიშვილი ციხეს დღეს დატოვებს

რუსუდან კერვალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს. „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. მას პატიმრობა ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე 2017 წელს მიესაჯა.

რაც შეეხება მის დას, მაია რჩეულიშვილს, შეფარდებული 7-წლიანი სასჯელიდან მას უკვე 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system