თავში

რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა
რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. მას პატიმრობა ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე 2017 წელს მიესაჯა.

რაც შეეხება მის დას, მაია რჩეულიშვილს, შეფარდებული 7-წლიანი სასჯელიდან მას უკვე 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system