თავში

20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება

20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება
20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება.

სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

როგორც ბრალდებულის უფლებადამცველმა ვახტანგ იაშვილმა report.ge-ს განუცხადა, დღევანდელ პროცესს, სავარაუდოდ, არ დაესწრება ირაკლი ოქრუაშვილი. 

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიტიკური დევნა გრძელდება და ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია. 

,,დღესაც ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, პოლიციელებს, რომლებიც შემხებლობაში არ ყოფილან ოქრუაშვილთან, ჩვენ დავკითხავთ მათ. ივანიშვილი პირდებოდა ოქრუაშვილს, რომ როცა ჩამოვიდოდა საქართველოში მას დააკავებდა და ასეც მოხდა. ის არის ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი", - აცხადებს ვახტანგ იაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system