თავში

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, მის წინააღმდეგ საქმე მხოლოდ იმისთვის აღიძრა, რომ მისი, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმიანობა შეეზღუდათ და საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს.

ნიკა მელია სასამართლო სხდომებს არ ესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას მიმდინარე წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system