თავში

"სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება მიეცეს" - ადვოკატი

"სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება მიეცეს" - ადვოკატი
სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება მიეცეს - ადვოკატი

"ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ბუნებრივია, ის უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს", – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ადვოკატის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე, მორალურ მხარეზე. პირველ რიგში, ცხადია, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირი მტკიცებულებები გვაქვს ღარიბაშვილის განცხადებების სახით. ამას რომ თავი დავანებოთ, ნორმალურ ქვეყანაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system